უკრაინის დამოუკიდებლობის დღე - მილოცვები საქართველოდან

24 აგვისტო 2022, 18:10 875 ნახვა

დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. „უკრაინელმა ერმა მსოფლიოს აჩვენა თავისი ღირსეული ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. საქართველო და უკრაინა ახლო, მოძმე ერები არიან მსგავსი ბრძოლით. ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი, და ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდგებით. დიდება უკრაინას”-ასე მიულოცა დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინას. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი უკრაინას და უკრაინელ ხალხს ომის ამ მძიმე პერიოდში მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობიან და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას", - უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში