გაეროს 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმო

25 აგვისტო 2022, 14:56 675 ნახვა

უკრაინაში რუსეთის აგრესია გაეროს 50-ზე მეტმა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაგმო. განცხადების ტექსტი გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერჰი კისლიცამ გამოაქვეყნა.  

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსკოვმა უნდა შეწყვიტოს „საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების სრული უგულებელყოფა“ და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.

განცხადების ხელმომწერები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში