„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მორიგი განცხადება

26 აგვისტო 2022, 11:47 754 ნახვა

“კელი დეგნანის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან” - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი ისევ კელი დეგნანს აკრიტიკებენ.

ამჯერად ისინი ელჩის განცხადებებს პასუხობენ და ამბობენ, რომ "ყოველი ახალი განცხადება მორიგი აღიარებითი ჩვენებაა". დეპუტატები დეგნანს სამართლიანი არჩევნების-ის, ე.წ გავრილოვის ღამისა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებაზე გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ "საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება".

როდესაც ელჩი "სირცხვილიას" უკანონო პოლიტიკურ-რევოლუციური კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურ დაჯარიმებას აპროტესტებს, „პივიტის“ გამყალბებელ ენჯეოს ხელს აფარებს, საქართველოს ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს და ამ ეჭვის გასამყარებლად, არაერთგზის უხეშად ტყუის, სრულიად ცხადია, რასთანაც გვაქვს საქმე -  წერია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში