პირველ სექტემბრამდე საქართველოში ცხელი ამინდი იქნება - გარემო

26 აგვისტო 2022, 13:10 5590 ნახვა

პირველ სექტემბრამდე საქართველოში ცხელი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

26-27 აგვისტოს კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ძლიერი ქარი, 28 აგვისტოდან კი ქარის სიჩქარე შესუსტდება.

ქალაქ თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსია მოსალოდნელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში