საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

26 აგვისტო 2022, 14:43 698 ნახვა

სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოში ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობა გრძელდება.

დღეს მსჯელობის საგანი პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაზრდაა. სამუშაო ჯგუფი რიგით მეოთხე შეხვედრას მართავს. დისკუსიის საგანია მექანიზმები, რომლითაც მთავრობა გახდება უფრო ანგარიშვალდებული.

ცნობილია, რომ უნდა გაიზარდოს პარლამენტში ინტერპელაციების რაოდენობა, ასევე საკანონმდებლო დონეზე გაიწერება მინისტრების ვალდებულება –  მეტი ანგარიშვალდებულება, უპასუხონ დეპუტატების შეკითხვებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში