ცვლილება ''საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ'' კანონში

14 მაისი 2016, 00:00 2613 ნახვა

81 არცერთის წინააღმდეგ- საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. სხდომა ნახევარი სათის დაგვიანებით დაიწყო და საკითხის განხილვას მხოლოდ 10 წუთი დაეთმო. სხდომას ბოიკოტის ნიშნად საპარლამენტო უმცირესობის წევრები არ დასწრებიან. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს რესპუბლიკელებმა, თავისუფალი დემოკრატები და ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლები კი კანონ-პროექტს ეწინაღმდეგებიან. ცვლილებება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესს გულისხმობს. პროექტით განსაზღვრულია ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის საკითხი და კოლეგიისათვის საქმეების განაწილების წესი. კანონპროქტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. 

ამავე კატეგორიაში