უკრაინელი მოსწავლეები ქართულ სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან

26 აგვისტო 2022, 17:20 735 ნახვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში სწავლის გაგრძელებას საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით. საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას. უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო შესთავაზებს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას როგორც სახელმწიფო, ასევე სხვა ენებზე.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში