საქართველოში მოსმენების კანონი ნაჩქარევადაა მიღებული - ვენეციის კომისია

27 აგვისტო 2022, 11:58 565 ნახვა

ვენეციის კომისია თვლის, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონპროექტი ნაჩქარევადაა მიღებული და ზემოქმედების შეფასებასა და დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს. ამის შესახებ საუბარია კომისიის იურიდიული და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელ დასკვნაში, რაც ევროპის საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება. 

დასკვნაში წერია, რომ  საქართველოში არაადეკვატურია ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი და აუცილებელია არსებული ფარული თვალთვალის სისტემის გადახედვა. 

კანონპროექტი "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიცირებულია და ის პარლამენტმა მესამე მოსმენით  7 ივნისს მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78 დეპუტატმა დაუჭირა.  22 ივნისს კი პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში