ლარიზაციის გეგმა

13 იანვარი 2017, 00:00 2771 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა. ამის მიუხედავად, გიორგი მარგველაშვილის ეკონომიკურმა მრჩეველმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ  რისკებზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა საკანონმდებლო შეზღუდვების შედეგად დადგეს.მაია მიქელაძე ამბობს, რომ საკანონმდებლო პაკეტის ხელმოწერამდე, მათ კომუნიკაცია ჰქონდათ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან. მრჩეველს მოლოდინი აქვს, რომ არსებული ხარვეზები, ეროვნული ბანკის ჩართულობით მოგვარდება. საკანონმდებლო პაკეტს, არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ ოპოზიციაში. რომან გოცირიძემ დღეს, გადაწყვეტილება დაუწუნა პრეზიდენტსაც.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში