ენმ ხელვაჩაურის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს

29 აგვისტო 2022, 11:08 651 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს.

პარტიის წევრებმა დღეს პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, ისინი კომპანია „სტარტ პლიუსსა“ და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. მათი განცხადებით, აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულების თანახმად ხელვაჩაურის 10 სოფელში სხვდასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა განეხორციელებინა, თუმცა ხელშეკრულების ვადები მათი თქმით, რამდენჯერმე დაარღვია და არც ვალდებულებები შეუსრულებია, ავანსად კი მუნიციპალიტეტმა 400 ათასი ლარი წინასწარ დაურიცხა. საქმეზე პარტია საგამოძიებო უწყებას რეაგირებას სთხოვს. 

მერიაში აცხადებენ, რომ ბრალდებაზე წერილობით განცხადებას გაავრცელებენ. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში