ენმ გარეუბნებში დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს

31 აგვისტო 2022, 14:37 685 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ ბათუმში გარეუბნებში დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს.  ბათუმის საკრებულოს წევრებმა რეზო ხარაზმა და ნაზი ფუტკარაძემ მახინჯაურში სკვერის რეაბილიტაციაზე ბრიფინგი გამართეს.

დეპუტატების თქმით, მოსასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან  მილიონ ნახევარ ლარზე მეტია გამოყოფილი, კომპანიას 3 ათასი ლარი უკვე გახარჯული აქვს-  სამუშაოები კი მათი თქმით, გაჩერებულია.

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ   თანხებს მერია არამიზნობრივად ხარჯავს და მოსახლეობაზე  მორგებული არ არის.  ოპონენტების თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა თამარის დასახლებაში,  რელიგიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. მერიაში საპასუხო კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში