ბრანდენბურგის დელეგაციის ვიზიტი

31 აგვისტო 2022, 14:57 843 ნახვა

ბრანდენბურგის დელეგაციას უმასპინძლა აჭარის უმაღლესმა საბჭომ. ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის დაწყებული ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. განიხილეს ბრანდერბურგისა და აჭარის რეგიონის  გამოცდილება პეტიციის სისტემასთან დაკავშირებით.

დელეგაციის წევრებმა რეგიონის წარმომადგენლებს ევროინტეგრაციის საკითხებში მხარდაჭერა გამოუცხადეს.  

შეხვედრაზე აჭარის საკანონმდებლო ორგანოს, ქვემო სილეზიის სეიმიკისა და ბრანდენბურგის ლანდტაგის ორგანიზებით რეგიონული პარლამენტების კონფერენციის ჩატარებაზეც ისაუბრეს, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით,  ღია მმართველობის საკითხებს დაეთმობა.

აჭარის უმაღლეს საბჭოსა და ბრანდენბურგის ლანდტაგს შორის  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი 2013 წელს გაფორმდა, რომელიც რეგიონული და ფედერალური მმართველობის გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში