ეკონომიკის სამინისტროში უარყოფენ, რომ ბათუმის პორტში შემოსული გემი სანქცირებულია

31 აგვისტო 2022, 17:35 713 ნახვა

ბათუმის ნავსადგურში 30 ტონა მაზუთით დატვირთული რუსული სანქცირებული გემის შემოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში მედიასაშუალებების მიერ გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და  სიცრუეს უწოდებენ. სამინისტროში  განმარტავენ, რომ  გემი „ატაკამა“ და არც მისი მფლობელი კომპანია არ არის სანქცირებულთა სიაში. უწყების ინფორმაციით,  იგი 29  აგვისტოს დადგა  ბათუმის აკვატორიის საღუზე რაიონში, გემის შემოსვლის მიზანი  სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების მომარაგება იყო.სამინისტროში ირწმუნებიან, რომ  სანქციების ამოქმედების დღიდან,  საქართველო აღარ ემსახურება სანქცირებულ გემებსა და კომპანიებს. საზღვაო რადარის Traffic Marinie - ის  მონაცემებით ბათუმში რუსული პორტიდან დატვირთული ხომალდი ATACAMA საქართველოს ტერიტორიულ  წყლებში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. არსებობს ეჭვი, რომ ტვირთი სანქცირებულია, რის გამოც ტერმინალმა ტვირთი არ დაცალა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში