ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

31 აგვისტო 2022, 17:35 497 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს რუბენ სადოიანს  შეხვდა. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს და ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში