კალანდობა 2017

14 იანვარი 2017, 00:00 2328 ნახვა

ძველით ახალი წელი იზეიმეს გურიაში. კალანდობა აქ განსაკუთრებული დღესასწაულია. იგი წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეს ემთხვევა. ღვეზელი, გოზინაყი, საკალანდოდ დაკლული ღორი, მარანში შავი ღვინო და აგუნა. ასე აღინიშნა ცხემლისხიდში გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში კალანდა. გურიაში ჩასულმა ოფიციალურმა სტუმრებმა და მეკვლესთან ერთად ერთად ზუსტად ის გზა გაიარეს, რაც კალანდას ტრადიციულ აღნიშვნას უკავშირდება. ჩოხა ახალუხში, გამოწყობილმა მეკვლემ სტუმრებთან ერთად ჯერ საკალანდო ადესა დააგემოვნა, შემდეგ ტრადიციისამებრ მარანი და საწნახელი მოინახულა, ბოლოს კი ხის სავსე გობით ოჯახში მოხარშული ღორის თავი, ნანადირევი,  თიხის ქოთნით ღომის მარცვალი, ღვეზელი და ''ხეჭეჭური'' მსხალი, ზამთრის ვაშლი; ჩირები, ჯანჯუხა, და ჩიჩილაკი  შეიტანა. კალანდას აღნიშვნა გურიაში გვიან ღამით ფოიერვერკით დასრულდა.

ამავე კატეგორიაში