სახალხო დამცველის არჩევის წესი

01 სექტემბერი 2022, 15:01 511 ნახვა

სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის წინადადება ოპოზიციის შეფასებების საგანია. 

"ოცნება" აპირებს, კანონმდებლობით გაწეროს კონკრეტული კრიტერიუმები, როგორ უნდა შეირჩეს ომბუდსმენი. პარლამენტის თავმჯდომარე 9 კაციან ჯგუფს დააკომპლექტებს, რომელშიც მესამე სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები შევლენ. ეს ჯგუფი კი კრიტერიუმების შესაბამისად, მინიმუმ 7 კანდიდატურას პარტიებს წარუდგენს, პარლამენტი შვიდიდან ერთ კანდიდატს აარჩევს.

უმრავლესობა ამბობს, რომ საკუთარი კანდიდატურა არ ეყოლება. მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ  კრიტერიუმები, რაზეც ქართული ოცნება საუბრობს, ბუნდოვანია.„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეცვალოს ომბუდსმენის არჩევის საკანონმდებლო ჩარჩო, განვიხილავთ როგორც საბოტაჟს 12-პუნქტიანი გეგმის წინააღმდეგ“ - წესი უნდა დარჩეს იგივე - ფიქრობენ ნაციონალურ მოძრაობაში.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის სპორტული ინტერესია გააკრიტიკოს იდეა და შეთავაზება, რომელიც უნაკლოა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში