იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის მდგომარეობის შესასწავლად სამხარაულის ბიუროს მიმართავს

01 სექტემბერი 2022, 15:06 655 ნახვა

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ უწყება აპირებს სამხარაულის ექსპერტიზას მიმართოს, რადგან სააკაშვილს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდეს.

რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ განყოფილებაში შესახლების დღიდან არაერთხელ გაეწია სამედიცინო დახმარება, მათ შორის გადაყვანილი იყო კლინიკაში.

რაც შეეხება სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას, რატი ბრეგაძე ამბობს, ამისთვის ის არ უნდა იყოს პატიმარი. 

გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას კი იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში