მირიან მეტრეველი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაინიშნა  

01 სექტემბერი 2022, 15:08 1745 ნახვა

ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურიდან მთავარი არქიტექტორი  ეკონომიკის სამინისტროში დაინიშნა. 

მირიან მეტრეველმა ინფორმაცია  მთავართან  ცოტა ხნის წინ დაადასტურა. ის 29 აგვისტოდან მუშაობას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების ჯგუფში არქიტექტორად აგრძელებს.

რას უკავშირდება მერიიდან მისი წასვლა, ამ კითხვაზე განაცხადა, რომ ძველ პოზიციაზე მეტად დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. მისივე თქმით, შეთავაზება ეკონომიკის სამინისტროში გადასვლაზე თავად უწყებიდან მიიღო.

მირიან მეტრეველმა ასევე დაადასტურა ინფორმაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურიდან  დოკუმენტებისა  და გაცემული სამშენებლო ნებართვების ამოღების შესახებ. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არაერთხელ შესულა უწყებაში და ეს  ჩვეული სამუშაო პროცესია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში