"ქართულმა ოცნებამ" თეკლათისა და ჭალადიდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზაზა ყურაშვილი წარადგინა

01 სექტემბერი 2022, 17:12 1520 ნახვა

პარტია „ქართულმა ოცნებამ“, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, თეკლათისა და ჭალადიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზაზა ყურაშვილი წარადგინა.

"გვსურს, წარმოგიდგინოთ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში. თეკლათისა და ჭალადიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩვენი კანდიდატი იქნება ბატონი ზაზა ყურაშვილი. ბატონი ზაზა არის ჩვენი პარტიის ერთგული და აქტიური წევრი, რომელიც საკუთარ თემში სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით. დარწმუნებული ვართ, რომ ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს, რის შემდეგაც ღირსეულად წარმოადგენს ორივე სოფლის ინტერესებს სენაკის საკრებულოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში