სახელმწიფო დროშის დღე

14 იანვარი 2017, 00:00 1469 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა, “მაღლა აღმართული დროშა არის სიმბოლო სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების,” - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. პრეზიდენტმა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებსა და იუნკერებს უმასპინძლა და ომის ვეტერანები მედლებით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა  დღესვე, 16 სამხედრო მოსამსახურე გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა.

ამავე კატეგორიაში