გენერალური პროკურორის არჩევის წესი

04 სექტემბერი 2022, 14:25 702 ნახვა

ორ დღეში საკანონმდებლო პროცესი საშემოდგომო სესიით განახლდება, ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით კი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გარკვეული საკითხები ისევ შეუთანხმებელია.

"ქართული ოცნება" ოპონენტებს შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში შეთანხმებულ ინიციატივას სთავაზობს - საუბარია გენერალური პროკურორის არჩევის წესზე, თუმცა ოპოზიციისთვის ეს საკმარისი არ არის.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მხოლოდ ამ საკითხის გადაჭრით პროგრესი არ მიიღწევა, რადგან 19 აპრილის შეთანხმება სხვა საკითხებსაც ითვალისწინებს.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ გენპროკურორის არჩევის წესზე არსებული კანონპროექტი არ მოსწონთ, თუმცა მზად არიან მას მხარი დაუჭირონ, ვინაიდან რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ პროკურატურის რეფორმას ეხება. რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს,  "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საკითხის გადაჭრა საბოლოოდ დამოკიდებული იქნება მათი ოპონენტების ქცევაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში