ბრიფინგი გაძვირებულ პროდუქტებზე

05 სექტემბერი 2022, 11:39 603 ნახვა

პროდუქტებზე მომატებული ფასები იყო "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართული ბრიფინგის თემა. რეზო ხარაზმა საქსტატის მონაცემები წარადგინა, რომელშიც საკვები პროდუქტების გაძვირება სხვადასხვა კატეგორიაში 13-დან 32%-მდე მერყეობს.

საკრებულოს წევრის განმარტებით, ეს რეალობა ეკონომიკური ზრდის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს აბათილებს, რადგან გაძვირების პროპორციულად მოქალაქეების შემოსავლები არ იზრდება.

ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ პროდუქტი აჭარაში სხვა რეგიონებთან შედარებით მეტად გაიზარდა, რადგან ტურისტულ სეზონზე საქსტატის მონაცემებით, საკვების ფასები წინა თვესთან შედარებითაც კი მაღალია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში