დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

06 სექტემბერი 2022, 10:04 521 ნახვა

პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს გაიხსნება. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე დრო, დეპუტატების განცხადებებს დაეთმობა.

დღის წესრიგი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე განსაზღვრეს. დეპუტატების მთავარი ამოცანა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება და სამუშაო ჯგუფებში შეთანხმებული საკითხების სასესიო ფორმატში განხილვა და დამტკიცება იქნება.

დაგეგმილია რამდენიმე უწყების საქმიანობის ანგარიშის მოსმენაც. 

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში