საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა

06 სექტემბერი 2022, 14:58 522 ნახვა

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება - ამ საკითხებზე ისაუბრეს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  და ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერიმ ბრიუსელში გამართულ  შეხვედრაზე. 

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას და აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით.

საქართველოს დელეგაციას პრემიერი ხელმძღვანელობს, ევროკავშირს კი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარი ჟოზეფ ბორელი წარმოადგენს.

ასოცირების საბჭოს დასრულების შემდეგ გაიმართება პრესკონფერენცია.

საქართველოს პრემიერს ასევე დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკომისრებთან ჟოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰეისთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში