რუსეთი აღარ არის უძლეველი და მისი უძლეველობის პრეტენზია დასრულდა - სალომე ზურაბიშვილი

06 სექტემბერი 2022, 14:56 589 ნახვა

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას” იმართება. მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და EPRC-ის ორგანიზებული კონფერენციის წლევანდელი თემა უკრაინაა. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საერთაშორისო კონფერენციის,  მონაწილეებს უმასპინძლა და სიტყვით მიმართა.

როგორც პრეზიდენტმა კონფერენციაზე აღნიშნა, რუსეთი აღარ არის უძლეველი და როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი უძლეველობის პრეტენზია, ის დასრულდა, როცა უფრო პატარა, მაგრამ ბევრად უფრო მტკიცე ერმა მსოფლიოს აჩვენა, რომ წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია, რომ ის არ ეთანხმება ოკუპაციას, არ ეთანხმება მის ტერიტორიებზე შეჭრას.

"რუსეთი აღარ არის უძლეველი და როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი უძლეველობის პრეტენზია, ის დასრულდა, როცა უფრო პატარა, მაგრამ ბევრად უფრო მტკიცე ერმა მსოფლიოს აჩვენა, რომ წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია, რომ ის არ ეთანხმება ოკუპაციას, არ ეთანხმება მის ტერიტორიებზე შეჭრას და ამ წინააღმდეგობამ აჩვენა, რომ მას შეუძლია უფრო ძლიერის, უფრო დიდის, უკეთ აღჭურვილს (როგორც ეს გვეგონა და შეიძლება არც ეს იყო სიმართლე) დაძლევა.

რუსეთს მოუწია აღმოეჩინა, რომ მას არამხოლოდ არ შეუძლია, რომ ნატო-ს გაფართოებას შეეწინააღმდეგოს, არამედ ის ამ პროცესს, ნატო-ს გაფართოვებას, ასაზრდოებს. ეს ისაა, რასაც შვედეთისა და ფინეთის შემთხვევებში ვხედავთ, რასაც ბევრი ჩვენგანი, თუნდაც ჩვენ სპეციალისტები და სტრატეგები ვიყოთ, არ ელოდა. რუსეთი ვერ ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაფართოებას. ამან გააჩინა და დააჩქარა ევროკავშირის გაფართოების ის პერსპექტივები, რაც მანამდე მოსალოდნელი არ იყო და რამაც შეუძლებელი გახადა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის წინააღმდეგობა. ეს ის პროცესია, რომელიც კიდევ გაგრძელდება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში