საპარლამენტო ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელი

08 სექტემბერი 2022, 11:24 500 ნახვა

საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ.   მოსარჩელე მხარე ფიქრობს, რომ  “ცვლილებები არღვევს მოსამართლეთა კონსტიტუციურ უფლებებს, ზღუდავს ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს და სასამართლოს მმართველ გავლენიან ჯგუფს უზრდის ბერკეტებს, შეავიწროვოს და გავლენა მოახდინოს ინდივიდუალურ მოსამართლეებზე. დეპუტატების და სამართლის ექსპერტების მონაწილეობით დღეს საქართველოს პარლამენტში სარჩელთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ანა ნაცვლიშვილი, თამარ კორძაია, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშვილი, ანა ბუჩუკური მონაწილეობდნენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში