ყაზახური ინვესტიცია მახინჯაურში

15 იანვარი 2017, 00:00 3919 ნახვა

10 მილიონი დოლარის ინვესტიცია მახინჯაურში. შპს “სტატოტელმა” ყოფილი გოგირდის წყლის აბანოები იყიდა. კომპანიამ ყოფილი სანატორიუმი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის წესით შეიძინა. 14 ათას 430 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე ინვესტორი სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობის ვალდებულებას იღებს. სამკურნალო წყლების განახლებული ინფრასტრუქტურით შპს “სტატოტელმა” აუქციონის პირობის მიხედვით 42 თვეში უნდა აამოქმედოს. გოგირდის წყლების აბანოები ამ ეტაპზე დაკეტილია და იგი წლებია მხოლოდ სეზონურად ფუნქციონირებს. რეაბილიტაციის შემდეგ სამკურნალო წყლების აბანოები ვიზიტორებს მთელი წლის განმავლობაში მოემსახურება, რაც ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონს მთავრობის მთავარ სტრატეგიას – ტურიზმი ოთხივე სეზონზე - განავითარებს. 

ამავე კატეგორიაში