სტუდენტების დაჯილდოვება

08 სექტემბერი 2022, 15:00 639 ნახვა

შუახევში სახელმწიფო გრანტის მქონე წარმატებული პირველკურსელები დააჯილდოვეს. მუნიციპალიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდები 90-მა სტუდენტმა ჩააბარა, სახელმწიფო დაფინანსება კი რვამ მოიპოვა, მათგან ერთმა 70%-ნი, დანარჩენებმა კი 50%-იანი გრანტი მიიღეს. სტუდენტებს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ერთჯერადად 300 და 200-200 ლარი გადასცა. წარმატებული  სტუდენტებისთვის  შუახევის მერიაში უკვე მეორე წელია მოქმედებს ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიაც.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში