ლარის კურსი

15 იანვარი 2017, 00:00 2290 ნახვა

სავალუტო ჯიხურებში ლარის კურსი ამ დროისთვის შედარებით სტაბილურია. ბოლო ორი დღის განმავლობაში აქ ერთი დოლარის ყიდვა 2 ლარად და 69 თეთრად, ხოლო გაყიდვა 2 ლარად და 72 თეთრადაა შესაძლებელი. ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსად ეროვნულმა ბანკმა 13 იანვარს 2 ლარი და 72 თეთრი დაადგინა. ახალი კურსი კი ხვალ გახდება ცნობილი. მოქალაქეები იმედოვნებენ, რომ ეროვნული ვალუტა სტაბილურ კურსს მომდევნო დღეებშიც შეინარჩუნებს. 

ამავე კატეგორიაში