ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა

08 სექტემბერი 2022, 18:52 1217 ნახვა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა, რომელსაც ჯეიმს ჯონი ხელმძღვანელობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველო, რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ინარჩუნებს მდგრადობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპის რეგიონში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია გამჭვირვალობის და კონკურენციის უზრუნველყოფა. აღინიშნა, რომ რეფორმების შედეგად საქართველოს ექნება გახსნილი, კონკურენტული ენერგეტიკული ბაზარი ევროპულ სტანდარტებს მიახლოებული მარეგულირებელი ბაზით.

შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში