ვითარება უკრაინაში

09 სექტემბერი 2022, 11:31 498 ნახვა

უკვე მე-7 თვეა რუსეთი უკრაინასთან საომარ მოქმედებებს წარმართავს. ისევ დაუნდობლად ბომბავს ქალაქებს. გაძლიერებულ შეტევას ახორციელებს ხარკოვზე, სადაც გასული დღე- ღამის განმავლობაში კიდევ 2 ადამიანი დაიღუპა. ამის მიუხედავად, უკრაინული მხარე ხარკოვის მიმართულებით წინსვლას აგრძელებს,  პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლება შეძლეს. აქვე გამოაქვეყნა უკრაინელი სამხედროების ვიდეო, რომლემბსაც ქალაქის თავზე უკრაინული დროშა აღმართეს. ხარკოვის მიმართულებით წარმატებული კონტრშეტევის შესახებ აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში, მათი განცხადებით, 3 დღეში კიდევ 50კმ-ით წაიწიეს წინ. რაც შეეხება ბოლო დღეებში მიმდინარე მდგომარეობას, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პირველი სექტემბრიდან უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში