გენერალური პროკურორის არჩევის წესი - განხილვებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

09 სექტემბერი 2022, 14:41 678 ნახვა

გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისთვის საყოველთაო-სახალხო განხილვების სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა. ჟურნალისტებთან საუბარში კომიტეტის თავმჯდომარე  ცვლილებების თაობაზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტი რა გადაწყვეტილებასაც იღებს, მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესზე არ უნდა იყოს მორგებული. ცვლილებებით, 90 ხმით გენერალური პროკურორის არჩევა მოხდება ექვსი წლით, 76 ხმით ერთი წლით.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში