კიდევ ერთი საჩივარი პროკურატურაში-ბრალდებები ხელვაჩაურის მერიას

09 სექტემბერი 2022, 14:45 676 ნახვა

მორიგი წერილი პროკურატურაში. ამჯერად ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრები ახალსოფლის სკვერის მოწყობის სამუშაოებზე გამოძიებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ჯერ ორ შპს-ეს თანხის ნაწილი ჩაურიცხეს, თუმცა ორივე კომპანიასთან ხელშეკრულება სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებისთვის შეწყდა. მესამე კომპანია, შპს „როდა“  კი, რომელსაც გამოყოფილი თანხის 50 პროცენტი უკვე ათვისებული აქვს, მიშა ბოლქვაძის თქმით, ასევე ვერ ასრულებს სამუშაოებს პირობით გათვალისწინებულ ვადებში. საბოლოო ჯამში ფრაქციას ეჭვი აქვს, რომ ხელვაჩაურის მერიის ბიუჯეტიდან 117 ათას 981 ლარზე მეტი კორუფციული გარიგებით გაიფლანგა. ხელვაჩაურის მერია ბრალდებებს უარყოფს. წერილობით კომენტარში განმარტავენ,  რომ წინა ორ კომპანიასთან ხელშეკრულება სამუშაოების არაჯეროვნად  შესრულების გამო შეწყდა. თანხები კი მხოლოდ შესრულებული სამუშაებისთვის გადაურიცხეს, რაც შეეხება შპს ‘როდას“, კომპანია სამუშაოებს პასუხიმგებლობით ასრულებს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში