პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილების თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

09 სექტემბერი 2022, 16:24 606 ნახვა

პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილების თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით მომავალი სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენა და არჩევა ახალი წესითა და პროცედურით მოხდება.

მესამე მოსმენით კანონპროექტს მხარი კვლავ არ დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“. ოპოზიციიდან კანონპროექტს მხარი დაუჭირეს: ავთანდილ ენუქიძემ, ლევან იოსელიანმა, შალვა კერესელიძემ, ბექა ლილუაშვილმა, ჰერმან საბომ, თამარ კორძაიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში