ახალი სეზონი თოჯინების თეატრში პრემიერით გაიხსნა

11 სექტემბერი 2022, 11:40 684 ნახვა

პრემიერით და მუსიკალური წარმოდგენით გაიხსნა ახალი, რიგით 86-ე თეატრალური სეზონი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. მაყურებელმა სპექტაკლი “იავნანამ რა ჰქმნა“ ნახა. იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოების მიხედვით, წარმოდგენა რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა დადგა. საპრემიერო ჩვენებები მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პრემიერამდე კი სეზონის გახსნის ცერემონია გაიმართა, სპეციალური მუსიკალური პროგრამა თეატრალიზებული ნომრებით წარადგინა კახაბერ ცისკარიძემ. მაყურებელს თეატრის შენობასთან სიმბოლურად თეატრის პირველი სპექტაკლის მთავარი პერსონაჟის, “ხეტიალას“ გიგანტური ასლი დახვდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში