“BATUMI ART SHOW”

11 სექტემბერი 2022, 11:40 1009 ნახვა

ბათუმი არტ შოუ 2022 -ს უმასპინძლა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა. ხელოვანებმა სხვადასხვა სფეროდან ჯამში 5 ღონისძიება გამართეს. საღამო  დიზაინერ ია ღონიაძის ჩვენებით დაიწყო. მაყურებელმა დიზაინერის შემოდგომა ზამთრის კოლექცია ნახა, რომელიც სპეციალურად შოუსთვის შექმნა. კოლექციაში წარმოდგენილი იყო, როგორც ქალის ასევე კაცის სამოსიც. შოუს ნაწილი იყო ანა ლომიაშვილის პირველი წიგნის პრეზენტაციაც.ლომიაშვილი, საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც საოპერო მომღერალი. მისი პირველი წიგნიც სწორედ მუსიკას მიუძღვნა „საოპერო მუსიკის ისტორიიდან აჭარაში“- ასე ქვია სადებიუტო გამოცემას. როგორც ავტორი ამბობს, მისთვის საინტერესო იყო მწერლის როლის მორგება. შოუ მუსიკალური ცენტრის ფოიედან დარბაზში გაგრძელდა.  მაყურებემა სცენაზე საოპერო სპექტაკლი „ლუჩია დი ლამერმული“-ნახა. მუსიკალურ ცენტრში მისულ მაყურებელსა და მსმენელს  ჯიმსონ გურგენიძის პერსონალური გამოფენის ნახვის შესაძლებლობაც ქონდა. როგორც ხელოვანებმა აღნიშნეს ეს იყო პანდემიის შემდეგ პირველი ერთობლივი და მაშტაბური ღონისძიება, რომელსაც მაყურებელი ნამდვილად არ აკლდა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში