შეხვედრა გერმანიის ელჩთან

12 სექტემბერი 2022, 14:27 630 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა და   პიტერ ფიშერმა ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.  შეხვედრაზე  გამოითქვა იმედი, რომ ახალი ელჩის საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და გერმანიას შორის ტრადიციულად ძლიერი და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას. ყურადღება გამახვილდა ასევე გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში