სახალხო დამცველის არჩევის წესი-კონსულტაციები დაიწყო

12 სექტემბერი 2022, 17:56 624 ნახვა

პარლამენტი მსჯელობს კომისიის ჩამოყალიბებაზე, რომელიც სახალხო დამცველის კანდიდატებს შეაფასებს. შალვა პაპუაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ შორის იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „მოქალაქეების“, „გირჩის“, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები, ასევე, გიორგი გახარიას გუნდის წევრები. შეხვედრას არ ესწრება მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებელი.“ ოპოზიციის ნაწილი ალტერნატიულ შეხვედრებს განაგრძობს, მათ მიმდინარე კვირას შემაჯამებელი შეხვედრა არასამთავრობოებთან აქვთ დაგეგმილი.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში