განათლებისა და ეკონომიკის მინისტრების ანაგარიშები

13 სექტემბერი 2022, 18:18 617 ნახვა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების სხდომა გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოში. რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა კვარტალური ანგარიში წარადგინა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ბიუჯეტი საერთო გადასახდელებით 82%-ით შესრულდა.მინისტრმა კომიტეტზე სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა.ხულო- დიდაჭარის მონაკვეთის, ასევე ხელვაჩაურის გზის კეთილმოწყობის საკითხზე პასუხები მოითხოვა ოპოზიციის წარმომადგენელმა. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, ამ მიმართულებებზე პრობლემები არ მოგვარებულა. პროცედურული შეფერხებების გამო იყო საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობი პროექტების ნაწილი შეჩერებული, განმარტა ეკონომიკის მინისტრმა. ფუტკარაძის განცხადებით, გზის მოწყობის სამუშაოები უკვე იწყება ახალშენისა და მახოს ხიდის მიმართულებით. შუახევში, ჩირუხში ზიპლაინის მშენებლობა იგეგმება. უნდა გაგრძელდეს გარდამავალი პროექტები სტადიონების, სკოლებისა და ბაღების მშენებლობის. კომიტეტზე მოუსმინეს აჭარის განათლების მინისტრსაც. მაია ხაჯიშვილის თქმით, რეგისტრაციის პრობლემებით სამინისტროში ათასამდე განცხადება დაფიქსირდა და ყველა მათგანს შესაბამისი დახმარება გაუწიეს და სკოლებში მისაღები ადგილები დაამატეს.  უკრაინელი ბავშვებისთვის შექმნილი უკრაინული სექციის კონტიგენტი კი 900-მდე გაიზარდა და საჭიროების შემთვევაში მოსწავლეების მიღება ისევ გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში