სასტუმრო სანატორიუმის ნაცვლად

15 იანვარი 2017, 00:00 2177 ნახვა

სტატოტელმა” რომლის ას პროცენტიანი წილის მფლობელი “კაპიტალ ჰოლდინგი”, ხოლო მფლობელი ყაზახეთის მოქალაქეა, მახინჯაურში ყოფილი სანატორიუმი “მზიურის” ტერიტორია შეიძინა. სანაპიროსთან მიმდებარედ კომპანია არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის ვალდებულებას იღებს, რომელიც ექსპლუატაციაში 38 თვეში უნდა შევიდეს. ტერიტორიები, რომელიც შპს “სტატოტელმა” შეიძინა 10 წლის განმავლობაში  ყაზახ ინვესტორებზე იყო გასხვისებული, თუმცა მათ ვალდებულება არ შეუსრულებიათ. 2006 წელს, აჭარის სანაპიროზე ერთ პაკეტად შეძენილ ტერიტორიებზე სასტუმროების აგების ნაცვლად იქ არსებული ათობით სანატორიუმი უცხოელმა მფლობელებმა მხოლოდ დაანგრიეს. 

ამავე კატეგორიაში