რობერტ კაპას გამოფენა

14 სექტემბერი 2022, 17:35 1171 ნახვა

“რობერტ კაპას ობიექტივში“_ ამ სახელწოდებით გამოფენა გაიხსნა ბათუმის ხელოვნების მუზეუმში. საექსპოზიციო სივრცეში წარმოდგენილია მეოცე საუკუნის გამორჩეული ფოტოგრაფისა და ფოტო-დოკუმენტალისტის რობერტ კაპას 64 ნამუშევარი, მათ შორის ომის თემატიკაზე გადაღებული ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ცხელი წერტილიდან.  რობერტ კაპა 5 ომის ამსახველი კადრების ავტორია. 1947 წელს საბჭოთა კავშირში მოგზაურობისას რობერტ კაპამ  ამერიკელ მწერალთან, ჯონ სტეინბეკთან ერთად მოინახულა საქართველოც. იმყოფებოდა თბილისსში, გორსა და ბათუმში. დღევანდელ გამოფენაზე ამ მოგზაურობის პერიოდში გადაღებული რამდენიმე ფოტოცაა წარმოდგენილი. ექსპოზიცია აჭარის მუზეუმისა და უნგრეთის რობერტ კაპას თანამდროვე ფოტოგრაფიის ცენტრის თანამშრომლობით შედგა. რობერტ კაპას ფოტონამუშევრების გამოფენა ბათუმში 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში