167 პირველკლასელი შეუერთდა სასკოლო პროცესს ქედაში. მუნიციპალიტეტში არც ერთი საჯარო სკოლა არაა პირველკლასელის გარეშე. ქედის რესურსცენტრის ინფორმაციით, 29-ვე საჯარო სკოლაში პროცესი შეფერხების გარეშე განახლდა. ახალი სასწავლო წელი მოსწავლეებსა და პედაგოგებს წონიარისის საჯარო სკოლაში მიულოცეს ქედის მერიის წარმომადგენლებმა.