“ანტიკორუფციული მოძრაობის” მორიგი ბრალდება

17 სექტემბერი 2022, 11:45 641 ნახვა

ანტკორუფციული მოძრაობა“ ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის წევრები ირწმუნებიან, რომ შპს „ალმას „ 2018 წლამდე ბათუმის ქუჩებში 50 ლოკაციაზე ავტობუსის გაჩერება უნდა მოეწყო, თუმცა კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა წერეთლის, შავშეთის, ჯორჯიაშვილის, იმედაშვილის და სხვა ქუჩებზე. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კომპანიამ, რომელმაც მოსაცდელები ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში მოაწყო სხვადასხვა კომპანიის სარეკლამო ბანერები განათავსა რის ხარჯზეც შპს „ ალმას“ ბიუჯეტი ყოველწლიურად 324 ათასი დოლარით იზრდება, ბათუმის მერიის ბიუჯეტი კი 20 000 ლარით. საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში