ბათუმის მე-17 კონოფესტივალი იწყება

18 სექტემბერი 2022, 11:51 897 ნახვა

ფინანსური კრიზისის მიუხედავად დღეს საღამოს ბათუმში, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი, BIAFF-ი გაიხსნება. კინოფესტივალის გახსნის ცერემონია  კინოთეატრ აპოლოში შედგება, სადაც წარმოდგენილი იქნება ელდარ შენგელაიას ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების კრებულის „ მრავალჟამიერის „ პრემიერა. პროგრამა საკონკურსო და არასაკონკურსო სექციებს მოიცავს და ტრადიციულ ფორმატს ინარჩუნებს, ასევე წარმოდგენილი იქნება 4 ფილმი უკრაინის თეამტიკაზე. საერთაშორისო კინოფესტივალზე  35 -მდე ქვეყანაა წარმოდგენილი, რომელიც 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.  ცნობისთვის , წელს ბათუმის მე -17 კინოფესტივალს სახელმწიფო სტრუქტურები არ აფინანსებენ, კინოფესტივალი საელჩოების და  უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით  გაიხსნება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში