მკვლელობა კიკეთში-დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

19 სექტემბერი 2022, 11:42 445 ნახვა

კიკეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებულ გელა ნიორაძეს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ, რის შემდეგაც მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს. 52 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. უფლებადამცველის ინფორმაციით, დაკავებული განზრახ მკვლელობის ნაწილში ბრალს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა. შემთხვევა კიკეთში შაბათს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი ვალი გახდა, რომელიც შეიარაღებულ თავდასხმაში გადაიზარდა. გელა ნიორაძემ ცეცხლი ავტომატიდან გახსნა. ადგილზე დაიღუპა ერთი მამაკაცი, 5 კი დაიჭრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში