რომაული ფესტივალი

19 სექტემბერი 2022, 11:45 1254 ნახვა

რომაული ფესტივალი " გაიმართა გონიო- აფსაროსის ციხეში. ღონისძიება გასართობი პროგრამებით იყო დატვირთული და ფესტივალის მონაწილეებს დროში მოგზაურობის საშუალებას აძლევდა. მესამე საუკუნის სამოსით კოსტიუმირებული გმირები იმ პერიოდისთის დამახასიათებელ ცეკვებს ასრულებდნენ. გაიმართა სპორტული შეჯიბრება, ორთაბრძოლები და რომაული ქორწილი. ფესტივალის მონაწილეებს რომაული რეცეპტით დამზადებული კერძებიც შესთავაზეს. დაიდგა სპექტაკლი შოუს ელემენტებით "ფარსმან ქველის ვიზიტი რომში". ფესტივალი მეოთხე წელია იმართება და მიზნად ისახავს გონიოს ციხის პოპულარიზაციას.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში