სასამართლო რეფორმა - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

19 სექტემბერი 2022, 17:23 622 ნახვა

პარლამეტში ევრორეკომენდაციების შესრულების ფარგლებში სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. სამუშაო ჯგუფი სასამართლო რეფორმის თაობაზე მსჯელობს. რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლსა და საარჩევნო რეფორმას, რომლებიც ასევე 12 პუნქტიანი რეკომენდაციის ნაწილია, ორივე მათგანი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდება, შემდეგ კი კომიტეტებში განიხილავენ. პარალელურად რეკომენდაციებთან დაკავშირებით ოპოზიცია მათ მიერ მომზადებული პროექტების ინიცირებას საკანონმდებლო ორგანოში ეტაპობრივად აპირებს. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში