კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს

19 სექტემბერი 2022, 19:40 709 ნახვა

კიკეთში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებული გელა ნიორაძე ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ თავს იცავდა. მისი ვერსიით, თავად დაიბარეს ოჯახში, რომელსაც მისი ვალი ჰქონდათ 500 დოლარის ოდენობით, გარჩევის დროს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის შვილის თანდასწრებით. 52 წლის კაცს განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. ბრალის წარდგენის შემდეგ გელა ნიორაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ მკვლელობას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება და ბრალდებული ადგილზე მანქანის გასაღების მოსაძებნად და მის წასაყვანად დაბრუნდა. მას თან შვილი აღარ ახლდა, რა დროსაც მისი თქმით, არსებობდა განმეორებითი თავდასხმის საფრთხე და ნიორაძემ შესაშინებლად გაისროლა. ხოჯანაშვილების ოჯახი კი, რომლებსაც 2 დღის წინ ცეცხლი გაუსხნა გელა ნიორაძემ, მომხდარის დეტალებზე ამ დრომდე არ საუბრობს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში