ელენე ხოშტარიას ბრიფინგი

20 სექტემბერი 2022, 14:53 625 ნახვა

საქართველომ საჰაერო სივრცე გაუხსნა თვითმფრინავს, რომელიც მხილებულია რუსეთისთვის სამხედრო დახმარების  გაწევაში -  ამ ინფორმაციას ‘’დროას’’ ლიდერი ავრცელებს. ელენე  ხოშტარიას განცხადებით, გუშინ ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტმა ამხილა ირანული ავიაკომპანია, რომ ის უკრაინის ომის გამო  დაწესებულ სანქციებს არღვევს და  რუსეთში გადააქვს აკრძალლი სამხედრო ტვირთი,   ელექტო  მოწყობილებები, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.  ხოშტარიას  ინფორმაციით,  აღნიშნული თვითმფრინავი   4  და 11 სექტემბერს  მოსკოვში  გაემგზავრა  საქართველოს  საჰაერო  სივრცის   გავლით.  დროას ლიდერი  ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან გეგმავს კომუნიკაციას, ასევე აცხადებს, რომ  მიემგზავრება კიევში, სადაც ამ თემაზე ექნება საუბარი. ელენე ხოშტარიას ირაკლი კობახიძემ უპასუხა. მისი თქმით, ელენე ხოშტარიამ გააკეთა აბსურდული განცხადება, თითქოს ხელისუფლება ხელს უწყობს სანქციების გვერდის ავლას.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში