საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის შეხვედრა

21 სექტემბერი 2022, 11:29 612 ნახვა

ევროპარლამენტარების საქართველოში ვიზიტის მეორე დღეა. საკანონმდებლო ორგანოში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესზე იმსჯელებენ, ყურადღება გამახვილდება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზეც. ქართველი დეპუტატები ევროპელ კოლეგებს გააცნობენ, თუ რა ეტაპზეა რეკომენდაციების შესრულების პროცესი.სხდომას როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიციური სპექტრის ნაწილი დაესწრება.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში